მოამზადეთ ტორტის პირველი შრე: დაფხვენით ბლენდერში ქარხნული ნამცხვარი ან კრეკერი (ძალიან წმინდად არა), ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი, 2 ს/კ კაკაო, 6 ს/კ გამდნარი კარაქი. გამოსაცხობ ღრმა ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეებზეც გადმოეფინოს და ჩატკეპნეთ ფსკერზე მიღებული მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. ამასობაში დაიწყეთ ტორტის მეორე შრის მომზადება: გააცალკევეთ 4 კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფეთ გულები 3/4 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე, დაუმატეთ 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი და 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ კარგად. ჩააცერით 1/2 ჭიქა ფქვილი და 1/3 ჭიქა კაკაოს ფხვნილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ 2 ჭიქა რძე, თან თქვიფეთ ხელის ზამბარით. ცალკე ჯამში ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად კვერცხის ცილა, ამოიყვანეთ ბეზე. პატარა ულუფებით შეურიეთ კვერცხის გულის მასას ათქვეფილი ბეზე, ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გამოიღეთ ღუმელიდან ტორტის პირველი შრე, გაანაწილეთ ზემოდან მომზადებული მეორე შრე და მოათავსეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ახლა უკვე 40 წუთით. და შეუდექით მესამე შრის მომზადებას: ჯამში ათქვიფეთ 1 1/2 ჭიქა ნაღები გასქლებამდე, დაუმატეთ 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი და 2 ს/კ შაქრის პუდრა. ათქვიფეთ ყველაფერი ერთად კარგად. გამოიღეთ ღუმელიდან ბისკვიტი, ამოაბრუნეთ ზედაპირზე რათა უკუღმა გადმოვარდეს ფორმიდან. მოაშორეთ პერგამენტი, გააგრილეთ და წაუსვით ნაღების კრემი. მორთეთ სურვილისამებრ! გემრიელად მიირთვით!