
ამ რეცეპტით მომზადებული ხახვის მარინადი გამოდის ძალიან გემრიელი, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ მწვადის და თევზის მომზადებისას. ან უბრალოდ გემრიელად მიირთვით პურთან ერთად.
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, დაუმატეთ მწვანილი, დაფნის ფოთოლი, შაქარი, პილპილი, მარილი (გემოვნებით), ძმარი და კარგად მოურიეთ.
ნიორი შეწვით ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე. ხახვს დაასხით მდუღარე ზეთი ნივრიანად, ხოლო შემდეგ ნიორი ამოიღეთ ხახვიდან და კარგად მოურიეთ.
მარინადი გადაიტანეთ მინის ქილაში და მოათავსეთ მაცივარში.