ერთ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი, აურიეთ და გადადეთ გვერდზე. მეორე ჯამში ერთმანეთში აურიეთ ზეთი 1/3 ჭიქა, გამდნარი კარაქი 1/4 ჭიქა, შაქარი 3/4 ჭიქა, კაკაოს ფხვნილი 1/2 ჭიქა, ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ 1 კვერცხი, ვანილი 2 ჩ/კ და კვლავ კარგად აურიეთ. დაუმატეთ ფქვილის მასა და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ ცომისგან 10 პატარა ბურთი, ჩადეთ თითოეულ ბურთში ტრიუფელი და შეკარით. მოათავსეთ პერგამენდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე. შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთი. გამომცხვარ ბურთულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!