გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ზეთი, ლუდი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი. დაჭერით ბადრიჯანი წრეებად და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. წვრილად დაჭერით ხახვი, 3 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი. მოაყარეთ მარილი და დააბლენდერეთ ისე, რომ პატარა ნაწილაკებად დაიშალოს და არ გახდეს ფაფისებური მასა. გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით დაბლენდერებული მასა, დაალაგეთ ზემოდან წრეებად დაჭრილი ბოსტნეული, ბადრიჯანი, ყაბაყი, პომიდორი და მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, მოასხით ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ამასობაში დააბლენდერეთ დარჩენილი 3 კბილი ნიორი, ზეთისხილი (უკურკო), როზმარინი და ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაუსვით ღვეზელს გამოცხობამდე 10 წუთით ადრე. მზა ღვეზელი მიიტანეთ სუფრასთან ხორციან კერძებთან ან ბოსტნეული სალათებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!