კარტოფილი კარგად გარეცხეთ ჯაგრისით და მოხარშეთ კანიანად 20-30 წუთის განმავლობაში. გადაუღვარეთ წყალი და გააგრილეთ კარტოფილი, შემდეგ გაფცქვენით. კარტოფილი ჩაჭყლიტეთ სპეციალური საჭყლეტით, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ფრთხილად იყავით, არ მიგეწვათ პიურე. კარაქი დაუმატეთ ნაწილ-ნაწილ, თან ურიეთ. რძე აადუღეთ ცალკე ქვაბში და დაუმატეთ წვრილი ნაკადით ცხელ პიურეს, თან ურიეთ იქამდე, სანამ ჰაეროვან, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დაჭრილი მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!