ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, ავურიოთ კარაქში და კექსის მოგრძო ფორმაში (მომრგვალებულძირიანი ფორმა უნდა გამოვიყენოთ) ჩავტკეპნოთ, შევდოთ მაცივარში. ნადუღი, არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, ფქვილი და ჩავასხათ მომზადებულ ფორმაში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ზედაპირი კარგად შეიკვრება. ნამცხვარი გავაცივოთ და თავდაყირა გადმოვიღოთ ლანგარზე. მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებითა და მარწყვით.