მასკარპონე ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად. ცალკე თასში ავთქვიფოთ ნაღები გამყარებამდე და ეს ორი მასა ფრთხილად ავურიოთ. კრემი გავაცივოთ, სუფრაზე მივიტანოთ ალუბალსა და თხლად დაჭრილ კექსთან ერთად. სურვილით ემატება ყავა ესპრესოს ფხვნილი.