ხორცი დავჭრათ კუბებად. ხახვი და წიწაკა დავჭრათ ნახევარრგოლებად. სტაფილო მსხვილად გავხეხოთ. ხახვი და ხორცი მოვშუშოთ 1-2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ სტაფილო. სტაფილო რომ დარბილდება, დავუმატოთ წიწაკისა და სოიის სოუსი, შემეგ დავაყაროთ დაჭრილი წიწაკა და რამდენიმე წუთი ვშუშოთ. წიწაკამ უნდა შეინარჩუნოს სტრუქტურა და არ ჩარბილდეს.