ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დარიჩინი.ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია შაქარიც დავამატოთ. შოკოლადი დავტეხოთ, დავამატოთ ცოტა რძე ან წყალი და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, სანამ ერთგავროვანი პრიალა მასა არ გახდება.6 საშუალო ზომის ჭიქაში გავანაწილოთ ფენებად ჯერ დაფხვნილი ნამცხვარი, შემდეგ კრემი, შემდეგ ჟოლო. ფენები გავიმეოროთ თავიდან. ზემოდან მოვასხათ შოკოლადი.მირთმევამდე, შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ 20-30 წთ