დანიური ნამცხვარი ნუშით
დანიური ნამცხვარი ნუშით
დრო 90წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • მშრალი საფუარი - 1 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • რძე - 300 მლ
  • გამდნარი კარაქი - 50 გ
  • გამდნარი კარაქი - გ წასასმელად
  • ქიშმიში - 200 გ (დამბალი)
  • ნუში - 100 გ
  • შაქარი - 50 გ
  • კონიაკი - ქიშმიშის დასალბობად
მომზადების წესები

მოვამზადოთ ცომის ხაში ("ოპარა"): თითო სადილის კოვზი შაქარი, ფქვილი და საფუარი ავურიოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ თბილი რძე, დავაყაროთ ცოტა ფქვილი და დავდგათ, რომ აფუვდეს.
დანარჩენი ფქვილი მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ აფუებული მასა, კვერცხი, მარილი და ვზილოთ. ხელი დავისველოთ გამდნარ კარაქში, შემდეგ მოვათავსოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად.
ამასობაში ქიშმიში გავრეცხოთ, ხელსაწმენდზე შევაშროთ, გადავიტანოთ პატარა ჯამში და დავალბოთ კონიაკში.
გაფუებული ცომი გავაბრტყელოთ და წასასმელად გამზადებული კარაქი წავუსვათ, ზემოდან მოვაყაროთ ქიშმიში და ნუში.
გადავახვიოთ რულეტივით, შემდეგ დავჭრათ 2-3 სმ სისქის ნაჭრებად და მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე. ნამცხვარი  კიდევ დავდგათ ასაფუებლად. გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში სანამ არ დაიბრაწება.

ტეგები:
ფუნთუშა ნუში დანიური ფუნთუშა ნანახია: 2072