ბროკოლი დავანაწევროთ და მოვათავსოთ დიდ თასში, დავახეხოთ სტაფილო, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ვაშლი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დატეხილი ნიგოზი და დაჭრილი ქლიავის ჩირი. მაიონეზს შევურიოთ ლიმონის წვენი, შევკაზმოთ მარილით და პილპილით, ავთქვიფოთ მსუბუქად და დავასხათ სალათას. კარგად ამოვურიოთ.