კარტოფილი მდუღარე მარილიან წყალში წამოვადუღოთ, გავფცქვნათ და სახეხის მსხვილ პირზე გავხეხოთ ან დანით ძალიან თხლად დავჭრათ. ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავაწყოთ ერთ ფენად კარტოფილი, მოვაყაროთ სანელებლები, გახეხილი ყველი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლოს დავასხათ ნაღები და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ, სანამ კარგად დაიბრაწება. დავჭრათ, როცა ოდნავ შეგრილდება.