თავდაპირველად მოამზადეთ მშრალი მასა: ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი - ყველაფერი აურიეთ და გადადეთ გვერდზე. მეორე ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ კვერცხი, კვლავ ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ვანილი და ნუშის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ და ჩაასხით რძე, ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილის მასა. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. ფორმას წაუსვით ცხიმი ან შეასხით საკონდიტრო სპრეი, გადაიტანეთ ფორმაში ცომი და აცხვეთ 180 გრადუსზე 55 წუთის განმავლობაში. მოამზადეთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას დაასხით რძე, დაუმატეთ ვანილინი და მწიკვი მარილი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამომცხვარი კექსი გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში და მოასხით თეთრი მინანქარი. გემრიელად მიირთვით!