მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. მაიონეზს დაუმატეთ ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, შებოლილი პაპრიკა, მარილი და პილპილი. აურიეთ. მოხარშული კარტოფილი, გააცივეთ, დაჭერით კანიანად კუბიკებად, დაუმატეთ ხახვი, მოხარშული და კუბიკებად დაჭრილი კვერცხი, კიტრის პიკული, მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი, აურიეთ და მოასხით მაიონეზის სოუსი. გემრიელად მიირთვით!