ყველი დავჭრათ. ხახვი და კამა წვრილად დავკეპოთ. ხახვი კარაქში მოვშუშოთ, დავაყაროთ ფქვილი და 1-2 წუთში დავასხათ რძე, თან ვურიოთ, რომ ერთგვაროვნება არ დაკარგოს. როცა რძე შეთბება, ჩავუმატოთ ყველი და მუდმივი მორევით ვხარშოთ, სანამ ყველი ბოლომდე გადნება და წამოდუღდება. დავაყაროთ მარილი, დანაყილი ნიორი და დაჭრილი კამა. რჩევა: თუ წვნიანი სქელი იქნება, შეგვიძლია დავუმატოთ ანადუღარი წყალი.