კარგად დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევათქვიფოთ კვერცხები. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები: ჯერ ნიგოზი, შემდეგ ფქვილი და სოდა. დავამატოთ ჩირები და შოკოლადიც. თუ ჯანჯაფილის ჩირსაც ვამატებთ, გავითვალისწინოთ მისი მძაფრი გემო და ბევრი არ მოგვივიდეს, 1.5-2 ს.კ დაჭრილი ჯანჯაფილის ჩირი საკმარისი იქნება. შევურიოთ შვრიის ფანტელიც, ბოლოს კი მსხვილი მარილი.ცომი ცოტა ხნით მაცივარში შევდგათ, შემდეგ კი გავაკეთოთ კაკლისხელა ბურთები და ქაღალდჩაფენილ ტაფაზე დავალაგოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს. უგემრიელესი ხრაშუნა შეგიძლიათ შეინახოთ ჰერმეტულად დახურულ ქილაში და 1 კვირაც კი.