ხსნადი, გაცივებული ყავა ჩაასხით ყინულის კუბებში და გაყინეთ. ყინულის მეორე ფირფიტაში გაანაწილეთ 1 ქილა შესქელებული რძე და ისიც გაყინეთ. ჯამში ათქვიფეთ 1/2 ჭიქა ნაღები. ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ ყავის გაყინული კუბები, დაუმატეთ ვისკი და ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ გაყინული შესქელებული რძის კუბები და კვლავ ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი. გაანაწილეთ ჭიქებში და მორთეთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით.