მოამზადეთ ბრაუნის ცომი (იხ. რეცეპტი), ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოასხით კულინარიული სპრეი, ან წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, ან გამდნარი კარაქი, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. ამასობაშ მოამზადეთ განაში: შოკოლადის დროპსებს დაასხით ცხელი ნაღები და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამომცხვარარ და გაგრილებულ ბრაუნის ბისკვიტზე დაალაგეთ მარწყვი (დაჭრილი ან მთელ-მთელი) და მოასხით შოკოლადის განაში. გააცივეთ მაცივარში 1-2 საათის განმავლობაში და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!