ქვაბში მოვათავსოთ წყალი, რძე, შაქარი, მარილი, კარაქი და ერთად გავაცხელოთ, თან ვურიოთ. როცა ადუღდება და კარაქი ბოლომდე გადნება, ერთბაშად დავაყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. ცომი რომ შეიკვრება და ქვაბის ძირსა და გვერდებზე თხელ ფენას გაიკეთებს, გადმოვიღოთ ჯამში და შევათქვიფოთ 4 კვერცხი. ცომი სადილის კოვზით ან საკონდიტრო ტომრის მეშვეობით პერგამენტდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფორმაზე მოვათავსოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. როცა შუები გაფუვდება და გამყარდება, ტემპერატურას დავუწიოთ 160 გრადუსამდე და ბოლომდე გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცოტა ხნით დავტოვოთ კარღია, გამორთულ ღუმელში. სანამ შუები გაგრილდება, მოვამზადოთ კრემი: რძე, შაქარი და ფქვილი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. კრემს ვურიოთ, სანამ შესქელდება და წამოდუღდება, შემდეგ ცხელსვე შევათქვიფოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა და ვანილი. გაგრილების შემდეგ კი – დარბილებული კარაქი. შუები ძირიდან ან გვერდიდან დავჩვრიტოთ და საკონდიტრო ტომრით კრემით ამოვავსოთ. შეგვიძლია გავჭრათ და ისე ჩავდოთ კრემი. მოვრთოთ გამდნარი შოკოლადით.