გაადნეთ ქვაბში კარაქი, ჩაყარეთ ხახვი და მოხრაკეთ, დაუმატეთ ნიორი, ჩაყარეთ სამივერ სახეობის სოკო (თითო ჭიქა), დაუმატეთ მარილი და პილპილი და მოთუშეთ კარგად. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ ფქვილი და კარგად მოურიეთ. დაასხით 1/4 ჭიქა თეთრი ღვინო, წამოადუღეთ და დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ნაღები, წამოადუღეთ და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი კრემისებური მასის მიღებამდე. გემრიელად მიირთვით!