მარწყვის სიროფი უნდა მოამზადოთ 3 დღით ადრე (სხვათა შორის, ის მაცივარში დიდი ხნით ინახება, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ მეტი, ვიდრე ფანქეიქებისთვის გჭირდებათ და შეინახოთ). ჯამში ჩაყარეთ მარწყვი, მოაყარეთ მარილი (ეს იმისთვის გვჭირდება, რომ მარწყვს ზედმეტი წვენი მოვაშოროთ). დაჭყლიტეთ პიურეს საჭყლეტით, გადაიტანეთ ჩაის ტილოზე და გაწურეთ კარგად. გაწურული მაწყვის რბილობი მოათვსეთ ბლენდერში, დააყარეთ შაქარი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ვანილი და დააბლენდერეთ ბლანტი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 3 დღით. მოამზადეთ ფანქეიქები: ერთ ჯამში ჩაასხით რძე, დაუმატეთ 2 კვერცხი, 3 ს/კ ლიმონის წვენი, 2 ს/კ ლიმონის ცედრა, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. მეორე ჯამში ჩაყარეთ 1 1/2 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ 1/3 ჭიქა შაქარი, 1/4 ჭიქა სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეურიეთ ფანქეიქის თხევად მასას. ტაფაზე გაადნეთ 6 ს/კ კარაქი და ცხელ-ცხელი ჩაასხით ცომის ძირითად მასაში. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. იმავე ტაფაზე, რომელზეც კარაქი გაადნეთ (გაითვალისწინეთ, რომ უნდა ტაფა იყოს იმხელა, რომ ერთი მთლიანი ფანქეიქის ცომი განაწილდეს) დაასხით ფანქეიქის ცომი და აცხვეთ საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაში15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოაბრუნეთ ფრთხილად (ამისათვის აჯობებს გამოიყენოთ თეფში: დააფარეთ ტაფას, გადმოაბრუნეთ ტაფიანად ფანქეიქი, შემდეგი კი მეორე მხრიდან დააბრუნეთ ტაფაში) და აცხვეთ კიდევ 5 წუთი. დაჭერით გამომცხვარი ფანქეიქი და მოასხით მარწყვის სიროფი. მორთეთ ცოცხალი მარწყვით. გემრიელად მიირთვით!