ქათმის ფილე 6 თხელ ფენად დავჭრათ, მოვაყაროთ სანელებლები და გრილზე შევწვათ ორივე მხრიდან. ფუნთუშა გავჭრათ, წავუსვათ მაიონეზი, ზედ მოვათავსოთ შემწვარი ქათმის ფილე, მოვასხათ ბარბექიუს სოუსი, დავადოთ ყველის ნაჭერი, მჟავე კიტრი, პამიდორი და სალათის ფოთოლი. ფუნთუშის მეორე ნახევარს წავუსვათ ცოტაოდენი მაიონეზი და დავაფაროთ ბურგერს.