ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა რძე, დაუმატეთ 4 ს/კ გამდნარი კარაქი, აურიეთ და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 40 წმ-თ. დაუმატეთ მშრალი საფუარი (1 შეკვრა), გააჩერეთ 10 წუთი, რომ აფუვდეს. შემდეგ დაუმატეთ შაქარი 1/3 ჭიქა და მარილი 1/4 ჩ/კ, 3 ცალი რბილი და დაჭყლეტილი ბანანი. აურიეთ და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი მცირე ულუფებად. მოზილეთ ნაზი ცომი. სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილი და დაასრულეთ ცომის მოზელვა. ჯამში ჩაასხით ზეთი, გადაიტანეთ ცომი ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ცომი 3 საათი. შემდეგ გააბრტყელეთ და წაუსვით მთელ ზედაპირზე გამდნარი კარაქის, შაქრისა და დარიჩინის კარგად არეული მასა. გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად (იხ.ვიდეო). მოამზადეთ კარამელი: ქვაბში გაადნეთ 1 ჭიქა კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილინი, აურიეთ, წამოადუღეთ და გადმოდგით.. ჩაასხით გამოსაცხობ (ღრმა) ფორმაში კარამელი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და ჩაალაგეთ მჭიდროდ დაჭრილი რულეტის ნაჭრები, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი. შემდეგ მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. გამომაცხვარი ფუნთუშა, გადმოაბრუნეთ გაშლილ ზედაპირზე და ასე დაჭერით. გემრიელია ნაყინთან ერთად!