თავდაპირველად მოამზადეთ 2 ბისკვიტი: ათქვიფეთ 4 კვერცხის წილა მწიკვ მარილთან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ 6 ჩ/კ შაქარი და ათქვიფეთ, სანამ მასა სქელი და წელვადი არ გახდება. დაუმატეთ 70 გ ქოქოსის ფანტელი (დაახლოებით 3 ს/კ) და აურიეთ ფაქიზად ბეზეში. 1 ს/კ ფქვილს დაუმატეთ და ნახევარი პაკეტი გამაფხვიერებელი და ფრთხილად აურიეთ. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით პირველი ბისკვიტის მასა. აცხვეთ 15 წუთი 180 გრადუსზე. გააცივეთ. იგივე მეთოდით გამოაცხვეთ მეორე ბისკვიტი. მოამზადეთ მოხარშული კრემი: 500 მლ რძე ათქვიფეთ 8 კვერცხის გულთან ერთად, დაუმატეთ 2 შეკვრა პუდინგის ფხვნილი და 2 ს/კ ფქვილი. ათქვიფეთ კარგად, რომ ბოლომდე გაიხსნას ფქვილი. ცალკე აადუღეთ 500 მლ რძე 2 შეკვრა ვანილის შაქართან და 200 გ ჩვეულებრივ შაქართან ერთად. ხარშეთ სანამ არ გასქელდება, თან ურიეთ. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაცივებულ კრემში თითო კოვზით დაამატეთ კარაქი, თან თქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ნაღებისა და რძის ფხვნილი, კვლავ კარგად ათქვიფეთ. შედგით 1 საათით მაცივარში. მოამზადეთ მარწყვის მასა: 500 გ მარწყვი დააბლენდერეთ ისე, რომ პატარა საღი ნაწილები დარჩეს (ანუ არ გააკეთოთ ერთგვაროვანი პიურე). დაუმატეთ 4 ჩ/კ შაქარი და 200 მლ წყალი. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთი. ამასობაში მარწყვის პუდინგის 2 პაკეტს დაუმატეთ 4 ჩ/კ შაქარი და გახსენით ცოტაოდენ წყალში. დაუმატეთ მიღებული მასა მარწყვის ძირითად მასას და ხარშეთ კიდევ 1-2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, სულ ოდნავ გააგრილეთ. ააწყვეთ ტორტი: ბისკვიტებზე გაანაწილეთ მარწყვის ჯერ კიდევ ცხელი ჯემი. გააგრილეთ და ზემოდან გაანაწილეთ კრემი, დააფარეთ მეორე ბისკვიტი იმ მხრიდან, საიდანაც ჯემი არ უსვია. ზემოდან გაანაწილეთ კიდევ კრემი, მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, მთელ-მეთლი კენკრით, რაფაელოს კანფეტებით ან ქოქოსის ფანტელით. გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით.