სალათა „ადამი და ევა“
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 120 გ
  • პომიდორი - 1 ცალი
  • ბრინზა - 100 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • პაპრიკა - 1,5 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კამა - 0,5 კონა
  • პეკინური კომბოსტო - 120 გ
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • მოხარშული კვერცხის გული - 3 ცალი
  • კეტჩუპი - 1 ს/კ
  • პური - 200 გ
  • ნივრის ფხვნილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

ქათმის ფილეს მოაყარეთ ცოტაოენი მარილი და პილპილი და შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთში. გააცივეთ.

მოამზადეთ პურის კრუტონები. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ პაპრიკა, ნივრის ფხვნილი და მწიკვი მარილი. პურის ნაჭრებს მოაცილეთ კანები და დაჭერით პატარა კუბიკიებად. ჩაყარეთ სუნელების მომზადებულ ნარევში. აურიეთ და ჩაასხით ზეთი. კვლავ ამოურიეთ. გადაიტანეთ პური ცეცხლგამძლე ფორმაზე და გახუხეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

პეკინური კომბოსტოს ფოთლები დაჭერით წვრილად. ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად. პომიდორი დაჭერით კუბიკებად. შემწვარი და გაცივებული ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ჩხირებად, ბრინზა - კუბიკებად.

კამა დაჭერით წმინდად და ამოავლეთ ყველის კუბიკები დაჭრილ კამაში.

მოამზადეთ სოუსი. პატარა ჯამში გაქენით მოხარშული კვერცხის გული მდოგვთან და კეტჩუპთან ერთად. ნელ-ნელა, წვრილ ნაკადათ ჩაუშვით ზეითუნის ზეთი და ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი სოუსის კონსისტენციის არ გახდება.

ღრმა სასალათეში აურიეთ ყველა დაწრილი ბოსტნეული და ქათმის ფილე. მოასხით ზოუსი და ზემოდან მოაყარეთ პურის კრუტუნები და კამაში ამოვლებული ბრინზა.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალათა ნანახია: 4991