გახეხეთ თეთრი შოკოლადი, დაასხით ნაღები და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წამით. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. აიღეთ მზა კექსი (უქიშმიშო) დაჭერით სიგანეზე 4 თხელ ფირფიტად. წაუსვით თითოეულს თეთრი შოკოლადისა და ნაღების კრემი, გაანაწილეთ დაჭრილი მარწყვი და ააწყვეთ ტორტი. მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. შემდეგ გაჭერით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და ააწყვეთ პირამიდა. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი ნაღები და მორთეთ სურვილისამებრ. გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.