გაატარეთ ქათმის ფილე. სტაფილო დაჭერით კუბიკებად და ბარდასთან ერთად დაალბეთ ადუღებულ წყალში 3-5 წუთით. ფარშს დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, სიმინდის კონსერვი (მდუღარეგადავლებული და გაწურული), სტაფილო და ბარდა, კვერცხი, მარილი, სასურველი სანელებლები და კარგად აურიეთ. სველი ხელებით გააკეთეთ კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ გადმოიღეთ შესაბამის ჭურჭელში, დაასხით სასურველი სოუსი (მაგალითად, ტომატი, ან 20 %-იანი ნაღები) და მოთუშეთ 5 წუთით დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!