მჟაუნა დაალბეთ ცივ წყალში 30 წუთით. შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში, გაარჩიეთ, მოაცილეთ ხმელი და გაფუჭებული ფოთლები. გაასტერილეთ ქილები და თავსახურები 10 წუთის განმავლობაში. მჟაუნის ფოთლები და ღერები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. აადუღეთ წყალი და გააგრილეთ, ოღონდ ძალიან არ გაააცივოთ. უნდა დარჩეს თბილი წყალი. გაანაწილეთ დაჭრილი მჟაუნა გაასტერილებულ ქლებში, დააყარეთ თითო (ლიტრიან ქილაში) 2 ჩ/კ მარილი, დაასხით წყალი და დახუფეთ ქილები. ამოაბრუნეთ ქილები თავსახურით ქვემოთ, შეფუთეთ პლედში და გააჩერეთ ასე, სანამ ქილები მთლიანად არ გაცივდება. შემდეგ კი შეინახეთ ქილები ბნელ ადგილას.