ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ გარეცხილი და გარჩეული ქორფა ბაზილიკი, დაუმატეთ 2 კბილი ნიორი, მიწისთხილი, მარილი, პილპილი, ჩაასხით 1/4 ჭიქა ცივი წყალი, ჩაყარეთ 3/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი, 1/2 ჭიქა ნაღები - დააბლენდერეთ ყველაფერი ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს წვრილ ნაკადად ჩაუშვით ზეითუნის ზეთი და კვლავ დააბლენდერეთ. პესტო მზად არის. პომიდორი ჩერი გაჭერით შუაზე, დაყარეთ ტაფაზე, ზემოდან დაყარეთ მოხარშული და გადაწურული მაკარონი, მოასხით მომზადებული პესტო, გაანაწილეთ ზეთ დაჭრილი მოცარელას ყველი ან სულგუნის ნაჭრები, მოაყარეთ 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ კიდევ მეტი პარმეზანი და ბაზილიკის ქორფა ფოთლები. გემრიელად მიირთვით!