ჯამში ან სხვა ჭურჭელში (რომელიც გაუძლებს მიკროტალღურ ღუმელს) ჩაასხით 1 ჭიქა ღვინო როზე, მოათავსეთ 1 წუთით მ იკროტალღურ ღუმელში. შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჭიქა შაქარი, 1 1/2 შეკვრა შელატინი, აურიეთ კარგად, რომ ბოლომდე გაიხსნას ჟელატინი, გაანაწილეთ მიღებული მასა ყინულის კუბების ფორმებში, ჩაყარეთ თითოეულ განყოფილებაში დაჭრილი ან მთელ-მთელი კენკრა და მოათავსეთ საყინულეში 1 საათით. შემდეგ ფრთხილად გადმოყარეთ როზეს კუბიკები ფორმიდან, ჩამოასხით საყვარელი სასმელი (მაგალითად, შუშხუნა ღვინო, ან იგივე როზე) და გემრიელად მიირთვით!