ხაჭოს დესერტი მარწყვით - ცხობის გარეშე
ხაჭოს დესერტი მარწყვით - ცხობის გარეშე
დრო 40წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 18 ცალი
  • კარაქი - 50 გ
  • მარწყვი - 200 გ
  • შავი შოკოლადი - 50 გ
  • ხსნადი ყავა - 180 მლ
  • ხაჭო - 200-300 გ
  • შაქრის პუდრა - 3-4 ს/კ
  • ნედლი პიტნა - გასაფორმებლად
მომზადების წესები

დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე, ხაჭო, კარაქი და შაქრის პუდრა.

გაშალეთ ფოლგის ქაღალდი. ფხვიერი ნამცხვრები დაალბეთ წინასწარ მოდუღებულ და გაცივებულ ყავაში და დაალაგეთ 3 მწკრივად ფოლგაზე (თითოეულ მწკრივში 6 ცალი).

გაანაწილეთ "პეჩენიებზე" ფრთხილად ხაჭოს მასა, ცენტრში დაალაგეთ გაარჩეული და გარეცხილი მარწყვი ერთ მწყრივად. ფოლგის მეშვეობით შამოუწიეთ "პეჩენიები" ცენტრისკენ და შეკარით ისე, რომ მიიღოთ "ქოხი" (იხ.ვიდეო). ფრთხილად შეფუთეთ ფოლგა და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათი.

შემდეგ მორთეთ გამდნარი შოკოლადითა და პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ხაჭო დესერტი მარწყვი ნანახია: 5588