კარტოფილი გარეცხეთ კარგად ჯაგრისით, დასერეთ ისე, რომ ბოლომდე არ გაჭრათ. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, აურიეთ და გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან მოასხით კულინარიული სპრეი, დაალაგეთ კარტოფილები, კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით კარტოფილს ნივრიანი კარაქის მასა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, კვლავ გადაუსვით ნივრიანი კარაქი, მოაყარეთ გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი და მოცარელა) და კვლავ შედგით ღუმელში ახლა 20 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!