კრემ-ყველი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ორივენაირი შაქარი, კაკაოს ფხვნილი, კვერცხი, ვანილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შოკოლადის კრემი და კვლავ აურიეთ. ორეოს ბისკვიტებს მოაცილეთ თეთრი გულსართი და დაფხვენით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ კარგად. გამოსაცხობ ფორმას მოასხით კულინარიული სპრეი და ჩატკეპნეთ ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ კრემ-ყველის მასა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთი. შემდეგ გააგრილეთ მოასხით შოკოლადის კრემი და მოაყარეთ დამტვრეული ორეოს ბისკვიტები. გემრიელად მიირთვით!