ფარშს შევურიოთ სანელებლები, გავაკეთოთ 6 ცალი ბურთულა ისე, რომ ფორმით და ზომით ფუნთუშის ზომას ემთხვეოდეს. ხორცის ბურთულები გახურებულ გრილზე ან ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვათ 5-7 წუთის განმავლობაში და სითბოში დავტოვოთ. ფუნთუშები შუაზე გავჭრათ და გავხუხოთ. ფუნთუშების ქვედა ნაჭრებს წავუსვათ მაიონეზი, დავადოთ შემწვარი ხორცი, ყველი და წავუსვათ ცოტა მდოგვი, შემდეგ დავაწყოთ დაჭრილი პამიდორი, სალათის ფოთლები, რგოლებად დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. ზედა ნაწილს წავუსვათ მაიონეზი, კეტჩუპი და დავახუროთ ბურგერს.