თბილ წყალში გახსენით საფუარი, 1 1/2 შაქარი და გააჩერეთ, სანამ არ გაიკეთებს ბუშტუკებს. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი, აურიეთ და ჩაასხით საფუვრიანი მასა, ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ცომი. ჯამში ჩაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 1 საათით. გაფუებული ცომი ჩაზილეთ, გაყავით 8 ნაწილად, გააკეთეთ თითოეული ცომისგან გუნდა// დაალაგეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი. შემდეგ გააბრტყელეთ თითუელი გუნდა თხლად, შეწვით ორივე მხრიდან მშრალ ტაფაზე. წაუსვით გამომცხვარ ფირფიტებს ტომატის წვენი, დაალაგეთ მოცარელას (ან სულგუნი) ნაჭრები და აცხვეთ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ ბაზილიკის ქორფა ფოთლები. გემრიელად მიირთვით!