მოხარშეთ სტაფილო და კარტოფილი ადუღებულ მარილწყალში. გააციეთ და გაფცქვენით. გახეხეთ კარტფილი და სტაფილო წვრილ სახეხზე. მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გაფცქვენით და გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ორაგულის ფილე მოხარშეთ ორთქლზე და გააციეთ. დაძენძეთ ჩანგლით. გაფცქვენით ვაშლი, ამოაჭერით გული და გახეხეთ წვრილად. მოასხით ლიმონის წვენი. წმინდად დაჭერით მწვანე ხახვი და კამა. გაშლილ თეფშზე მოათავსეთ რგოლი 22-25 სმ დიამეტრის (მოსახერხებელია, გამოიყენოთ ამ მიზნით ტორტის დასაშლელი ფორმაც). პირველ ფენად გაანაცილეთ რგოლშიკარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. მეორე ფენად გაანაწილეთ თევზის ფილე, კვლავ წაუსვით მაიონზე. მოაყარეთ ხახვი და კამა. შემდეგ ფენად გაანაწილეთ სტაფილოს ნახევარი, მოაყარეთ ცოტა მარილი, წაუსვით მაიონეზი. გაიმეორეთ კარტოფილის ფენა, თევზი და სტაფილო, წაუსვით ყველა ფენას მაიონეზი. შემდეგ იქნება გახეხილი ვაშლის ფენა და კვლავ მაიონეზი. გაანაწილეთ კვერცხის დაჭრილი ცილა, წაუსვის მაიონეზეი, ბოლო ფენად მოაყარეთ დაფხნილი კვერცხის გული. გადააფარეთ ფრთხილად სალათს საკვების შესაფუთი ცელოდანი და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით. სუფრასთან მიტანის წინ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი. შემდეგ კი მოხსენით სალათას რგოლი.