ქათმის ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი და მოვურიოთ. დავუმატოთ პურის ლუკმები და დავბრაწოთ. კვერცხს დავასხათ მდუღარე წყალი და I წუთის შემდეგ ამოვიღოთ. ზეთთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და ცოტა მარილის დამატებით ავთქვიფოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. სასალათეს ან ლანგარს წავუსვათ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ სალათის ფოთლები, ქათის ხორცი, გახეხილი ყველი და შებრაწული პურის კრუტონები. აქა-იქა მოვასხათ მომზადებული სოუსი და სურივილსამებრ მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს მოვახეხოთ ყველი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.