აადუღეთ 125 მლ წყალი შაქრით, რადითინით, ლიმონის წვენით და ცედრით. მსხალი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გულები. მსხლის ნაჭრები მოათავსეთ სიროფში, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 2 საათი სიროფში. შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ ნაღებთან ერთად წყლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით წყლის აბაზანიდან და წვეთ-წვეთობით დაუმატეტ კონიაკი.. თან ურიეთ. 4 ცალ ფიალაში გაანაწილეთ მსხლის ნაჭრები. დაუდეთ ნაყინის მოზრდილი ბურთულა. მოასხით შოკოლადის თბილი სოუსი.