მოხარშეთ წვრილი სპაგეტი შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. გადაწურეთ. შეინახეთ 1 ჭიქა ნახარში.
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. შეწვით ქათმის ფილე ორივე მხიდან 6-6 წუთის განმავლობაში, არ დაგავიწყდეთ მოაყარეთ მარილი და პილპილი.
შემდეგ დაბრაწეთ ლორის ფირფიტები ორივე მხრიდან.
იგივე ტაფაში, იგივე ცხიმში მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი, განაგრძეთ მოთუშვა. შემდეგ დაუმატეთ ისპანახის ფოთლები, ცოტა მარილი და პილპილი, და თუშეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დაუმატეთ ნაღები, სპაგეტის ნახარში და გახეხილი პარმეზანი. ჩაყარეთ მოხარშული და გადაწურული სპაგეტი, დაჭრილი ქათმის შემწვარი ფილე, ასევე დაჭრილი ბეკონი, აურიეთ და თუშეთ 5 წუთი დაბალ ცეცცხლზე. ბოლოს მოაყარეთ კიდევ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!