დაფხვენით ორეოს ნამცხვრების მხოლოდ ფხვიერი, ყავისფერი ნაწილი, დაუმატეთ მწკივი მარილი, დაასხით გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. აიღეთ დასაშლელი ტორტის ფორმა, ჩატკეპნეთ მასში ორეოს მასა. მოამზადეთ მუსი: ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ, სანამ არ გაფუვდება. ნაღები გააცხელეთ, დაასხით შოკოლადის დროპსებს და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, აურიეთ სქელი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გაარჩიეთ მარწყვი, გაჭერით თითოეული შუაზე და გაანაწილეთ ბისკვიტზე. მოასხით მუსი და შედგით მაცივარში 6 საათით. მოამზადეთ განაში: შოკოლადის დროპსებს დაასხით ცხელი ნაღები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან, მოასხით განაში და კვლავ მოათავსეთ მაცივარში, ახლა უკვე 15 წუთით. ფრთხილად ამოიღეთ ტორტი ფორმიდან.. გააფორმეთ გახეხილი შოკოლადით და გემრიელად მიირთვით!