ადუღებულ ქათმის ბულიონში ჩაყარეთ ვერმიშელი და მოხარშეთ. ქათმის მკერდი მოხარშეთ ცალკე. შემდეგ კი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ღრმა თეფშში ჩაასხით ქათმის წვნიანი, ჩაყარეთ მოხარშული და დაჭრილი ქათმის მკერდი და მოაყარეთ ქორფა ოხრახუში. მარილი და პილპილი გემოვნებით.