ჯამში ავურიოთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, დავასხათ გამდნარი კარაქი და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩავახალოთ 1 კვერცხი, დავუმატოთო ვანილი და კვლავ ავურიოთ კარგად. საცერის მეშვეობით დავუმატოთ ფქვილი და სოდა ერთად და მოვზილოთ ნაზი ცომი. დავამტვრიოთ ორივენაირი შოკოლადი პატარა ნატეხებად და ავურიოთ ცომში. გადავაფაროთ საკვების შესაფუთი ცელოდანი და გავაჩეროთ მაცივარში 30 წუთი. შემდეგ გამოსაცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი და დავსვათ კოვზის მეშვეობით პაარა ბურთები. ვაცხოთ 180 გრადუსზე 12-15 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!