ორეოს ნაცხვარი გააცალკევეთ: ფხვიერი ნაწილი დაფხვენით დაზიპულ ცელოფნის კონტეინერში ცომის გასაბრტყელებლის მეშვეობით, ხოლო თეთრი გული, მოათავსეთ ცალკე ჯამში და შედგით 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში. ათქვიფეთ ნაღები ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ორეოს თეთრი გული და შაქრის პუდრა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დაფხვნილი ორეოს ნამცხვარი (ცოტაოდენი მოიტოვეთ ზემოდან მოსაყრელად), აურიეთ, გაანაწილეთ სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ დარჩენილი დახვნილი ორეო და გააფორმეთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!