ჯამში აურიეთ პატარა ნაჭრებად დამტვრეული (ან დაჭრილი პური), შუაზე გაჭრილი პომიდვრები ჩერი და ზეთისხილები, წმინდად დაჭრილი ნიორი და მწვანილი, დაუმატეთ მასას მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ. გააჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ გახეხილი ყველი. წიწაკები გაჭერით სიგანეზე, გაასუფთავეთ თესლისგან და მოაჭერით ყუნწები. გაავსეთ წიწაკები მომზადებული გულსართით. მოასხით კიდევ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. წიწაკები ოდნავ უნდა გამოცხვეს, ხოლო გულსართი დაიბრაწოს. გემრიელია ცივადაც და ცხლადაც.