პატარა ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, მწიკვი მარილი, 1/2 ჭიქა კაკაო და ურიეთ ხელის ზამბარით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ადუღეთ, 1 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან გადაიტანეთ მინის ჯამში და დაუმატეთ შოკოლადის დროპსები. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილინი და კიდევ 1/2 ჭიქა წყალი. ათქვიფეთ მიქსერით. გააგრილეთ, შემდეგ კი შედგით საყინულეში 2 საათით. გამოიღეთ სორბე საყინულედან, კიდევ ათქვიფეთ მიქსერით და კვლავ მოათავსეთ საყინულეში 2 საათით. გამოიღეთ საყინულედან, კვლავ ათქვიფეთ, გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში ახლა 1 საათით. შემდეგ გამოიღეთ, გაანაწილეთ სანაყინეებში და მორთეთ სასურველი კენკრით. გემრიელად მიირთვით