განიერ, ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 2 ჭიქა ნაღები, დაუმატეთ შაქრიანი დარიჩინი, კვერცხის გული და ვანილის ექსტრაქტი, ათქვიფეთ კარგად. დაჭერით ბრიოში თხელ ნაჭრებად და ამოავლეთ ნაღების მასაში. დაალაგეთ ცხაურზე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ შაქარი და მოუწვით ზედაპირი.. თუ არ გაქვთ სპეციალური ხელსაწყო, მოათავსეთ ღუმელში 5 წუთით. სუფრასთან მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან და მარწყვთან ერთად. სურვილისამებრ მოასხით თაფლი, ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.