
პომიდორს მოაჭერით ფრთხილად თავი, შემდეგ კი ამოუღეთ ასევე ფრთხილად კოვზის მეშვეობით გულსართი (ეცადეთ არ დაჭყლიტოთ, რადგან უნდა გამოიყენოთ სალათისთვის).
დაჭერით წვრილად ლორი და გაანაწილეთ პომიდვრის ფიალებში.
ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი, ნაღები, მარილი და პილპილი. დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი და ჩაასხით პომიდვრის ფიალებში. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
მოამზადეთ სალათა: სალათის ფურცლებისგან, პომიდვრისა გულსართისა და ნაღების დარჩენილი სოუსისგან... მარილი და პილპილი გემოვნებით.
გემრიელად და მსუბუქად მიირთვით!