მარწყვი გავარჩიოთ, დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ, სანამ წვენი გაუვა, შემდეგ დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. 5 წუთის დუღილის შემდეგ 8 საათის განმავლობაში გავაცივოთ. ეს პროცედურა ორჯერ გავიმეოროთ. მესამედ რომ ავადუღებთ, დავუმატოთ ვანილი და ჩავასხათ ქილებში.