ჰოთ-დოგის ფუნთუშები ჩაალაგეთ ღრმა გამოსაცხობ ფორმაში. ჩაჭერით ზედაპირი და დაპრისეთ ისე, რომ გაკეთდეს ღრმული (იხ.ვიდეოგაკვეთილი). გამდნარ კარაქში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და წმინდად დაჭრილი ოხრახუში. კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით თითოეულ ჰოთ-დოგის ფუნთუშას ნივრიანი კარაქი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით. გამოიღეთ ფუნთუშები ღუმელიდან და ჩაალაგეთ თითოეულში ჩედერის ყველის ფირფიტა, გაანაწილეთ თითო სუფრის კოვზი ჩილის სოუსი, ჩაალაგეთ სოსისები, ზემოდან კვლავ გაანაწილეთ ჩილის სოუსი და შეაბრუნეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ახლა უკვე 25 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!