კვერცხი და რძე ავთქვიფოთ. ნიგოზი დავთალოთ და შევურიოთ საფანელს. მაწონში ავურიოთ დანაყილი პიტნა და ნიორი. სულგუნის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ ნიგვზიან საფანელში და ცხიმში შევწვათ. ყველს მოვასხათ პიტნის საწებელი.